“ყველას მინდა გთხოვოთ, დღევანდელი ღამე ამ კვირაში უმნიშვნელოვანესია და გაფრთხილდით, აუცილებლად ყველამ გააკეთეთ ეს განურჩევლად…” – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

“ყველას მინდა გთხოვოთ, დღევანდელი ღამე ამ კვირაში უმნიშვნელოვანესია და გაფრთხილდით, აუცილებლად ყველამ გააკეთეთ ეს განურჩევლად…” – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, ივლისში, რთული პერიოდის შესახებ გვაფრთხილებს.

„საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყო. ყველა ტოქსიკური ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, განსაკუთრებით, პირად ურთიერთობებში. დაამთავრეთ უახლოეს ორ კვირაში. ნერვებსაც იშლიან, სხვასაც უშლიან და უაზრობაა. თუ მაზოხისტები არიან, მაშინ კი ბატონო, გააგრძელონ.

გინდ პირადულში და გინდ საქმიანში, განსაკუთრებით რთულ პერიოდში შევედით. წლის განმავლობაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია, თითქმის 25 ივლისამდე გასტანს. ბოროტი პლანეტების ერთმანეთთან ომი ძაბავს სიტუაციას და საერთო ატმოსფეროს. ყველა ნიშანს ექნება საგამოცდო პერიოდი“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.