[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი

[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერი" 5:0 გაანადგურა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტული მოიპოვა, თუმცა მოედანზე პარიზელთა მწვრთნელის ლუის ენრიკესა და მისი დიდი ხნის ასისტენტის რაფა პოლის დიდი ემოცია ვიხილეთ. 

 

38 წლის პოლს ხანგლძრივი ავადმყოფობის შემდეგ 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა, რაც მისთვის დიდი დარტყმა გახლდათ. ის გლოვობდა ცხოვრების თანამგზავრის არყოფნას იმ ღამეს, რომელიც მისი პროფესიული მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ამაყი ღამე უნდა ყოფილიყო.

 

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ყველამ უკვე კარგად იცით, რომ მას 9 წლის ქალიშვილი ხანა გარდაცვალა. ესპანელმა მატჩის შემდეგ მაისური ჩაიცვა, სადაც ხანას პსჟ-ის დროშა უჭირავს. როდესაც ენრიკეს ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" ლიგა მოიგო, ხანა მოედანზე კატალონიური გუნდის დროშით გამოვიდა და ეს მაისურიც ამის გამოძახილი გახლდათ. 

 

ამ ემოციური მომენტების შემდეგ ენრიკე და პოლი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან და მთელი კარიერაა ერთად მუშაობენ.