მკვლელობა ხელვაჩაურში - კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, ვრცელდება კადრები რა გახდა მიზეზი ?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცი საკუთარ ავტომობილში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ აჭარისწყალთან კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
როგორც "რუსთავის 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.